Wednesday, June 15, 2022
ა ვ ტ ო ბ ი ო გ რ ა ფ ი ა
მე, ნინა ხაბელაშვილი-ბალიაშვილი დავიბადე 1974 წლის 5 მაისს რუსეთში, ქ. მურმანსკში.1980-1987 წ-ში ვსწავლობდი თბილისის N71 საჯარო სკოლაში, 1987-1991 წწ __ თბილისის N69 საშუალო სკოლაში. 1992 წელს ჩავირიცხე თბილისის ს.ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1997წ. დავამთავრე ს.ს.ორბელიანის სახ.პედაგოგიური უნივერსიტეტის სრული კურსი სპეციალობით დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, ვარ კვალიფიკაციით დაწყებითი კლასის მასწავლებელი. 1998 წლიდან დავოჯახდი, მყავს მეუღლე, პავლე ბალიაშვილი, და სამი ვაჟი - გიორგი ბალიაშვილი, ლუკა ბალიაშვილი და ნიკა ბალიაშვილი.
მაქვს 23-წლიანი პედაგოგირი გამოცდილება. სკოლაში მუშაობის დაწყების დღიდან აქტიურად მონაწილეობას ვიღებ სასკოლო თუ სკოლისგარეთ ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებაში, მიღებული მაქვს მადლობები და სერტიფიკატები. ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სისტემატურად ვარ ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგებსა თუ კონფერენციებში:
20.06.2003წ.__ თბილისის მერიის განათლების მთავარი სამმართველოს მასწავლებელთა დახელოვნებისა და განათლების სისტემის მეთოდური უზრუნველყოფის ინსტიტუტი ____ გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები რუსულ ენასა და ლიტერატურაში (72 საათი) ლექცია და შევასრულე 18 პრაქტიკული სამუშაო თემაზე: „სწავლებაში ახალი მეთოდების გამოყენება“;
25.06.2008წ. ___ მასწავლებელთა წახალისების ფორმატში სასწავლო და სკოლისგარეშე სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაში მიღწეული წარმატებისათვის მივიღე ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება. /სკოლის დირექციისგან/
1.07.2009წ. ____ სწავლისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების გამოყენების მიზნით, გამომიცხადეს მადლობა სასწავლო-სააღმზრდელო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის. /სკოლის დირექციამ/
20.04.2010წ. ___ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი___სერტიფიკატი- ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი “ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.“;
13.07.2010წ. ___ ასოციაცია „მშვიდობა და განათლება“ მივიღე სერტიფიკატი. გავიარე 50-საათიანი სწავლების კურსი პროფესიულ უნარებში „მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობა“ მოდული __ მასწავლებელი/დამრიგებელი (2 კრედიტი);
3.09.2012წ. ____ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადმომცა სერტიფიკატი რუსული ენისა და ლიტერატურის (I-XII) მასწავლებლობისის უფლების მინიჭების შესახებ;
9.12.2115წ. ___ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადმომცეს სერტიფიკატი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
29.06.2016წ.___ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში (მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრი) დავესწრი ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობებს და მონიჭებული მაქვს შესაბამისი 0,5 კრედიტი;
10.05.2018 ____ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, გავიარე ცენტრის მიერ ორგანიზებული აქტივობა და მიმენიჭა შესაბამისი 2 კრედიტ კულა;
2021წ.___ სერტიფიკატი___ მონაწილეობა მივიღე ლოგოსის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-კურსში „ფსიქოლოგიის ზოგადი კურსი“;
13.09.2021წ. ____საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, წარმატებით გავიარე ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე: „ავთენტური მასალა რუსულის, როგორც უცხოური ენის გაკვეთილზე (20 საკონტაქტო საათი);
2021-2022 სსწავლო წელ ნაყოფიერად ვიმუშავე, კერძოდ, შევქმენი პროექტები: “არა ბულინგს!“, „დავეხმაროთ მეგობარს!“, „ვეხმარებით, ვისაც ეს სჭირდება“, დავამუშავე კვლევა თემაზე: „სამეტყველო უნარების პრობლემის კვლევა რუსულ ენაში“, წარვადგინე პრეზენტაციები თემებზე: „Достопримечательности Санкт-Петербурга“, „Части тела и лица“, „Природа и погода“. ჩავატარე ღონისძიება „თოჯინების თეატრის სამყაროში“, სადაც წარმოდგენილი იყო იგავ-არაკები კრილოვის შემოქმედებიდან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment