Wednesday, June 15, 2022

სოციალური პროექტის გეგმა სოციალური პროექტის ხელმძღვანელი: ნინა ბალიაშვილი თემის მონახაზი თემის დასახელება ,,ნუ იქნები ბულერი!“ დონე/კლასი საბაზო საფეხური საბაზო კლასი; ვადა : თვე-ნახევარი ; აზროვნების ზედა დონის უნარები თანამშრომლობა, დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება პრობლემა/პროექტის აქტუალურობა დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება, ვიდრე ეს იყო წინა თაობაში. ასე რომ, როლური ურთიერთობები და, თუნდაც გაუაზრებლად, მაგრამ სხვაზე ზეგავლენის მოპოვების სურვილიც ადრეულ, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს. ბულინგი-მოზარდებს შორის ძალადობაა. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ქმედებები ბულერის ქმედებების ანალოგიური იყოს. ამავე დროს მათ ხშირ შემთხვევაში არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან, რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად? მიზანი • მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებულ ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით; • გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, დასკვნების გამოტანა; • პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლებთან, ისე ფართო საზოგადოებისათვის; პროექტის მდგრადობა: პროექტი მდგრადია, რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. მასწავლებელი ხომ მოსწავლეებს უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ამიტომ პროექტის შემდგომ პერიოდში რეგულარულად მოხდება პროექტის თემაზე სამუშაო შეხვედრები, ჯგუფური დისკუსიები, კლასის საათებზეც გაიმართება ფილმების ჩვენება და მათი ანალიზი და ა. შ., ვფიქრობ, ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ყველა სიახლე განთავსდება პროექტის ბლოგზე. სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში ვიყენებთ კლასისთვის სოციალურ ქსელში უკვე არსებულ დახურულ ჯგუფს ,,გავერთოთ და ვისწავლოთ ერთად“, მოსწავლეებთან სკოლის გარეთ ურთიერთობისთვის და საჭირო გზამკვლევებისა და შაბლონების, აგრეთვე სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკების ელექტრონულად გაგზავნისა და გაცნობის მიზნით, აგრეთვე უკუკავშრების განსახორციელებლად. პროექტის პირველ ეტაპზე ვაწყობთ ფილმის ერთობლივად ჩვენებას სოციალური პრობლემის-,,ბულინგის“ თემაზე და ვმართავთ დისკუსიას. პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები იყოფიან ოთხ ჯგუფად, რომლებსაც განაწილებული აქვთ ბულინგის ოთხი მიმართულება: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, კიბერბულინგი და ფიზიკური ბულინგი. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახარისხებენ, ალაგებენ შინაარსობრივად, ატარებენ ქუჩის გამოკითხვას, სტუმრობენ სამართლებლივ ორგანოებს და საავადმყოფოებს ბულინგის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკის დასადგენად, ახდენენ მოგროვილი მასალის თავმოყრას. ამზადებენ ბუკლეტს საზოგადოებაში გასავრცელებლად. ბოლოს აწყობენ დასრულებული პროექტის პრეზენტაციას სკოლის საკონფერენციო დარბაზში სასურველი ფორმატით. პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები პროექტის მსვლელობისას ხელისშემსლელი ფაქტორები შეიძლება იყოს: • ქუჩის გამოკითხვის ჩასატარებლად დაგეგმილ დღეს წვიმიანი ამინდი; • ინტერვიუერის მხრიდან უარი; • ტექნოლოგიური პრობლემა (მაგ: მოსწავლის ოჯახში ინტერნემომსახურების გათიშვა, ელექტროენერგიის გამორთვა ცენტრალიზებულად ოჯახში და ან სკოლაში). სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები 3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები: ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა. მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს. მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის; შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად; ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები: • ჯგუფების შექმნა და საქმიანობების გადანაწილება; • ფილმის ჩვენება ერთობლივად და დისკუსია; • ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში; (ერთი კვირა) • სოციალური ქსელით რეგულარული თანამშრომლობა (დახურული ჯგუფის საშუალებით); ( რეგულარულად) • ქუჩის გამოკითხვა, ინტერვიუები სამართალდამცავ და სამედიცინო დაწესებულებებში; • ბუკლეტის მომზადება • პროექტის პრეზენტაციის მოწყობა და ბუკლეტების დარიგება. დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებები • მივცემ დამატებით დროს კვლევის ჩასატარებლად; • დავურიგებ პროდუქტების შაბლონებს, როგორიც არის, მაგალითად, ბუკლეტის შაბლონი პროექტის წარმატების ხელშესაწყობად; • მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ; • მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით; მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები • ვთხოვ მოსწავლეს, შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას; • ნებას დავრთავ მოსწავლეებს, შემომთავაზონ თავიანთი ალტერნატიული დავალებები, რომლებიც ჩემ მიერ მიცემული დავალებების ეკვივალენტურია. • მივცემ მოსწავლეებს საშუალებას, რომ პროექტის განმავლობაში სირთულის დონე თავად აირჩიონ. შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები პროექტის მსვლელობისას დავაკვირდები მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობას, თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგს, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს მსვლელობას. საჭიროების შემთხვევაში მივცე მათ დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი. პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი. შეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოხდება მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება კითხვარის გამოყენებით. თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარება შეძლონ შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, დამეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში. (შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართების სახით) პროექტისთვის საჭირო მასალები: ტექნოლოგია – ფოტოკამერა , ინტერნეტკავშირი ლაზერული დისკი საბეჭდი მანქანა/პრინტერი პროექტორი აღჭურვილობა. სხვა ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები ) მონაცემთა ბაზა სოც. ქსელების პროგრამა ფოტო/სურათები დამუშავება ინტერნეტძიება მულტიმედია ინტერნეტრესურსები • https://www.youtube.com/watch?v=PH6qpJXr4Sk • https://www.youtube.com/watch?v=I-LVL8oVCdQ • https://www.youtube.com/watch?v=jo-9oh3GizM • https://www.youtube.com/watch?v=AcZmrp-3yCs სხვა რესურსები ადამიანური რესურსები: მშობლები, საზოგადოება, მედიცინისა და პოლიციის მუშაკები. ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება 1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ? ა) ბევრი რამ მასწავლა; ბ) მასწავლა; გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია; დ) ახალი არაფერი მისწავლია. 2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა? ა) ბევრად უკეთესი გახდა; ბ) უკეთესი გახდა; ბ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო; დ) გაუარესდა; 3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში? ა) სავსებით ნათელი იყო; ბ) ძირითადად ნათელი იყო; გ) არც ისე ნათელი იყო; დ) სრულიად გაურკვეველი იყო. 4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე". ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები; გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები. 9.პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი წვლილის მაგალითები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 13. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში? ქება:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კრიტიკა:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დანართი 1 პროექტის შეფასების რუბრიკა მოსწავლე შეფასება კრიტერიუმები ძალიან კარგი, კარგი, საშუალო, დაბალი ჩართულია ეფექტურ კვლევაში ინფორმაციის შეგროვების და კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით კვლევის უნარები განვითარებულია. შეგროვებული ინფორმაცია რელევანტურია. კვლევის უნარები დამაკმაყოფილებელია. ინფორმაცია რელევანტურია, კვლევის უნარები სხვისი დახმარებით ვითარდება. ინფორმაცია გარკვეულწილად რელევანტურია კვლევის უნარები შეზღუდულია და ლაფსუსები ან ირელევანტური ინფორმაცია გაცნობიერებას ზღუდავს. ეფექტურად წარმოადგენს კვლევას და პასუხს, იყენებს დამხმარე საშუალებებს პრეზენტაცია ძალიან ეფექტურია და გამოყენებული მულტიმედიური საშუალებები აძლიერებს გადმოცემულ ინფორმაციას. პრეზენტაცია წარმატებულია; აშკარად ჩანს მოსწავლის ნამუშევარი; გამოყენებული მულტიმედიური საშუალებები ხელს უწყობს ინფორმაციის გადმოცემას. პრეზენტაციას დამატებითი მუშაობა სჭირდება; გამოყენებული მულტიმედიური საშუალებები დაკავშირებულია გადმოცემულ ინფორმაციასთან. პრეზენტაცია არასრულია და შესაძლოა გამოყენებულმა მულტიმედიური საშუალებებმა ხელი ვერ შეუწყოს ინფორმაციის უკეთ გადმოცემას. ეფექტურად მართავს მასალებს და ასრულებს სამუშაოს, კარგად მუშაობს სხვებთან ერთად ახდენს დროისა და მასალების ორგანიზებას, აკმაყოფილებს პროექტის მნიშვნელოვან მოთხოვნებს, ეხმარება სხვებს, ამჟღავნებს ლიდერის თვისებებს, ხელს უწყობს თანასწორობას, პასუხისმგებლობას იღებს ჯგუფის მუშაობაზე. როგორც წესი, ახდენს დროისა და მასალების ორგანიზებას, აკმაყოფილებს პროექტის მნიშვნელოვანი მოთხოვნების უმეტესობას, სხვებს ეხმარება, მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში და შესაბამის პასუხისმგებლობასაც იღებს. ახდენს დროისა და მასალების ორგანიზებას სხვისი დახმარებით; წახალისების საფუძველზე მცირე წვლილი შეაქვს ჯგუფის მუშაობაში. უჭირს მასალების და/ან დროის მართვა, ძალიან პასიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში. დანართი 2. კრიტერიუმები ძალიან კარგი, კარგი, საშუალო, დაბალი მოქნილობა მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინ– ფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად მათი ადეკვატური გამოყენება. მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება. მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი შეზღუდული გამოყენება. მოსწავლეს ძალიან უჭირს ან არ შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წი– ნადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება. თანამშრომლობა შესანიშნავად უგებს ჯგუფის წევრებს, მაქსიმალურად თანამშრომლობს მათთან და ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას საერთო გადაწყვეტილების მიღებაში თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, არის კონტაქტური, აფიქსირებს თავის პოზიციას. ნაწილობრივ კონტაქტობს ჯგუფის წევრებთან, ნაკლებად ერთვება საერთო გადაწყვეტილების მიღებაში ვერ შედის კონტაქტში ჯგუფის წევრებთან, არის პასიური. საიმედოობა მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არც ერთ შეხვედრას, ჯგუფის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ყოველთვის მოწესრიგებულია. მოსწავლე უმიზეზოდ თითქმის არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, თითქმის ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები უმეტესწილად მოწესრიგებულია. მოსწავლე უმეტესწილად არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დავალებას ხშირად დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ხშირად მოწესრიგებულია მოსწავლე ძალიან ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დავალებებს თითქმის არ ასრულებს, თუ ასრულებს, დაგვიანებით და არა– კეთილსინდისიერად, მისი სამუშაო რესურსები მუდამ მოუწესრიგებელია პრეზენტაცია პროექტის წარდგენამ დიდი ეფექტი მოახდინა აუდიტორიაზე პროექტის წარდგენამ მოახდინა ეფექტი აუდიტორიაზე პროექტის წარდგენამ ნაწილობრივ მოახდინა ეფექტი აუდიტორიაზე პროექტის წარდგენამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა აუდიტორიაზე პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი დაკვირვების საგანი კომენტარები შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ არა შემოქმედებითად ჩართულები მუშაობის პროცესში რეფლექსია-პროექტი "არა ბულინგს!" მე-9 კლასში პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ პროექტი „არა ბულინგს!"პროექტი დავგეგმეთ ჩვენი სასკოლო ცხოვრების საჭიროებებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელება დავიწყეთ 25.01.2022 წელს და პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო კვლევის ჩატარება ჩვენი სკოლის საბაზო კლასის მოსწავლეებში . შევადგინეთ კითხვარები თემებზე: 1-„როგორ გექცევიან თანაკლასელები და თანასკოლელები“ ; 2- „როგორ ექცევი თანაკლასელებს და თანასკოლელებს“. როდესაც კვლევა შევაჯამეთ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სკოლაში ძირითადად ფიზიკური და სიტყვიერი ბულინგის მსუბუქ შემთხვევებს აქვს ადგილი. მთავარი ის არის, რომ რესპოდენტები ამას ბავშვურ ხუმრობად და ოინად აღიქვამენ და საერთოდ არ იციან, რომ ესეც ბულინგის ანუ ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ამიტომაც აუცილებელი გახდა მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა თემაზე „ბულინგი“. კლასი გავყავით ოთხ ჯგუფად, მოვიპოვეთ თეორიული და ფოტო მასალა ბავშვზე ძალადობის შესახებ, სხვადასხვა კვლევების შესახებ და მოვამზადეთ პრეზენტაცია: „რა არის ბულინგი“ ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. გავაკეთეთ საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისათვის, რომელშიც მოკლედ გავაცანით ბულინგის შესახებ და მივეცით საკმაოდ კომპეტენტური ფსიქოლოგების რჩევები ბულინგის პრევენციის შესახებ. გაინაწილეს ბულინგის ოთხი მიმართულება: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, კიბერბულინგი და ფიზიკური ბულინგი. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს, დაალაგებეს შინაარსობრივად, ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა, ესტუმრნენ სამართლებლივ ორგანოებს და საავადმყოფოებს ბულინგის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკის დასადგენად, მოახდინეს მოგროვილი მასალის თავმოყრა, დაამზადებეს ბუკლეტი საზოგადოებაში გასავრცელებლად. ბოლოს თანატოლებთან მოაწყვეს დასრულებული პროექტის პრეზენტაცია სასურველი ფორმატით. პროექტის მსვლეობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა: მოხერხდა მოსწავლის მიერ ბულინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა, პრევენციული ზომების და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება თანატოლებთან და საზოგადოებასთან.თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.პროექტში ყველაზე წარმატებული იყო შემდეგი აქტივობები:ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში, პრეზენტაციების მომზადება. ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, დაგეგმვის, ორგანიზების, კვლევის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.მოსწავლეებმა გაარკვიეს ბულინგის სახეები და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება მისი პრევენცია. პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების და გეგმის მოდიფიცირების.მომდევნო პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ: წინასწარ მივცემ „ბულინგზე“ფილმების ჩამონათვალს, რათა სახლში უყურონ დამოუკიდებლად და დისკუსიის დროს არგუმენტებით გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები.

No comments:

Post a Comment