Wednesday, June 15, 2022
სოციალური პროექტი „დავეხმაროთ მეგობარს“
ავტორი - ნინა ბალიაშილი
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.
კლასი - VIII
პერიოდი - 30.11.2021-30.12.2021წ.
თემის აქტუალობა: მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ბევრი ადამიანია მიუსაფარი და უსახლკარო, არც ჩვენი ქალაქია გამონაკლისი. მათ როლს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ და უმნიშვნელოდაც კი თვლიან. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ზოგ კულტურაში ბავშვებზე ზრუნვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა და მას ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ. უმრავლესობა ასეთ დამოკიდებულებას უკიდურესობად თვლის, მაგრამ, ჩვეულებრივ, ბავშვებს შინამოსამსახურეებივით ეპყრობიან და ზრუნვას მეორეხარისხოვან საქმედ მიიჩნევენ. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქალს თავისი სრული პოტენციალის გამოსავლენად კარიერის გაკეთება სჭირდება. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები: ორგანიზება და საჭირო ნივთების შეგროვება, უსახლკარო და მაწანწალა ბავშვების მონახულება.
გრძელვადიანი მიზნები: ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა, სხვისი გასაჭირის გაზიარება.
პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - შეგროვდეს ტანსაცმელი მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპი - შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;
3. III ეტაპი - მზადება საახალწლო ღონისძიებისთვის.
4. IVეტაპი - უსახლკარო ბავშვებთან სტუმრობა ;
5. V ეტაპი -საახალწლოდ ტანსაცმლის და პროდუქტების მიტანა და შეგროვილი ,საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიცემა.
განხორციელების გზები -
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. მშობელთა კრების მოწვევა;
3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5. მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
6. აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება:
ა) ტანსაცმლის შეგროვება;
ბ) პროდუქტის შეგროვება;
გ) ტანსაცმლის მიტანა სკოლაში;
დ) უსახლკარო ბავშვებთან ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიტანა.
ე) საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
ზ) პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა იმ ადამინების მიმართ, რომლებიც თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. ამავე დროს დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ უსახლკარო ბავშვების მიმართ დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული. ელექტრონული - Word, Power Point.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. შეგროვებული ტანსაცმლის რაოდენობით;
2. შეგროვებული პროდუქტის რაოდენობით;
3. პროექტში მონაწილე კლასების რაოდენობის მიხედვით;
4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1. მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ უსახლკარო ბავშვებთან წასვლაზე ან ტანსაცმლის და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ მოგვესწრო საახალწლოდ მობილიზება.
პროექტის კალენდარი
აქტივობის დასახელება
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება
X
2. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
X
3.პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა; X
4. პროექტის ხუთივე ეტაპის გნხორციელების პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
X
5.საკვები პროდუქტისა,სათამაშოების და ტკბილეულის შეგროვება; X
6.ვიზიტი-მრავალშვილიან დედასთან’,ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიტანა. X
7საბოლოო შეხვედრა- პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია; X
8.პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
X
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment