Wednesday, June 15, 2022
სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური პროექტის ავტორი
სახელი, გვარი ნინა ბალიაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი თბილისი
სკოლა 88-ე საჯარო
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
„ვეხმარებით მათ ვისაც ეს სჭირდება“
პროექტის შინაარსი/აქტუალობა
მოსწავლეების მხრიდან ხშირია სხვისი გასაჭირის და პრობლემების მიმართ გულგრილი მიდგომა, ამ ასაკის მოსწავლეების ცნობიერებაში საჭიროა ემპათიის გრძნობის გაღვიძება, სხვისი პრობლემის მიმართ ყურადღების მიპყრობის სურვილი.
როგორც პედაგოგი, თავს ვალდებულად ვთვლი მოსწავლეებს ავუმაღლო სოციალური უნარები.
აღნიშნულ საკითხებზე მოსწავლეებთან საუბრის დროს გამოითქვა მათი მხრიდან დიდი სურვილი და ინტერესი, პრაქტიკულად ჩართულიყვნენ აღნიშნულ პროცესებში და მოეწყოთ თავიანთი ნახატების გამოფენა - გაყიდვა.
გამოფენა გაყიდვის მოსამზადებლად მოსწავლეებს ესაჭიროებოდათ ნახატების შექმნა და გაყიდული ნახატების აღრიცხვა , რისთვისაც გამოიყენებდნენ მათემატიკურ ცხრილებს და დიაგრამებს.
საგანი/საგნები რუსული ენა
საფეხური/კლასი/კლასები საბაზო
პროექტის განხორციელების დრო 25.01-25.02
1 თვე
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
სოციალური
მოსწავლეები შეძლებენ გააცნობიერონ ერთმანეთისადმი დახმარების, თანაგრძნობის და სიკეთის კეთების მნიშვნელობა.
მათემატიკა
მოსწავლეები შეძლებენ შეკრება-გამოკლების შესრულებას, რომელიმე ხერხის გამოყენებით.
შეძლებენ გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულებას, მათ დაკავშირებას შეკრება - გამოკლების მოქმედებებთან.
შეძლებენ თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ინტერპრეტირებას და ამ ყველაფერს გამოიყენებენ ცხრილებისა და დიაგრამების აგებისას.
შედეგი - მოსწავლეები შეძლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებას საკუთარი ცოდნითა და შრომით, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდებიან და მომავალშიც გაუჩნდებათ სურვილი ურთიერთ დახმარების.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა როგორ ფიქრობთ რატომ არის საჭირო ურთიერთდახმარება და თანაგრძნობა?
თემატური კითხვები
როგორ მოვიძიოთ ოჯახი, რომელსაც სჭირდება დახმარება?
როგორ დავეხმაროთ სხვებს?
შინაარსობრივი კითხვები
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის დასაწყისში შევაფასე მოსწავლეების და მშობლების მზაობა კითხვარის დახმარებით.
1. რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი?
2. არიან თუ არა ჩვენ გარშემო სოციალურად დაუცველი ადამიანები, ოჯახები?
3. როგორ გგონიათ შეძლებთ მათ დახმარებას?
4. როგორ დაეხმარებით?
მოსწავლეების პასუხები იყო სხვადასხვაგვარი , სოციალურად დაუცველი ადამიანი ყველას თვალში ასოცირდებოდა გაჭირვებულ ადამიანად და მოსწავლეებმა ისიც იცოდნენ, რომ მათ გვერდით ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანია. დახმარების სურვილი დიდი იყო , მაგრამ არ იცოდნენ რა გზით განეხორციელებინათ, თუმცა მოსწავლეებისგან წამოვიდა იდეები - „მოდით ნამცხვრები გავუკეთოთ“,
„ სახლში მაქვს ნივთები, რომელიც შემიძლია სხვას მივცე“.
ეს ისეთი პროცესი იყო, რომ ყველას უნდა შესძლებოდა თავისი წვლილის შეტანა და ყველა მოსწავლის ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო .
კითხვაზე, მოიფიქრეთ ისეთი რამ ყველამ, რომ შეძლოს თავისი წვლილის შეტანა.
ერთი მოსწავლის პასუხი იყო - ,, მოდით ნახატები დავხატოთ და მოვაწყოთ გამოფენა - გაყიდვა’’ , ეს იდეა ყველას მოეწონა და აიტაცეს მოსწავლეებმა.
აღნიშნულ პროცესებში მშობლებმაც გამოხატეს სურვილი აქტიურად ჩართულიყვნენ.
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
. მოსწავლეებს შეუძლიათ თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ინტერპრეტირება , შეუსაბამონ საგნებს რაოდენობა. შეუძლიათ გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება და მათი კავშირის დამყარება შეკრება-გამოკლებასთან.
პროექტის აქტივობები
პროექტი მიმდინარეობდა 1 (იანვარი-თებერვალი) თვის განმავლობაში.
პირველი ორი კვირის განმავლობაში 24 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით. მოსწავლეებს მოჰქონდათ თავიანთი ნამუშევრები.
8 თებერვლიდან 12 თებერვლამდე შეგროვილ ნამუშევრებს მათემატიკიდან მოსწავლეები თავიანთი შეხედულებისადმი, ანაწილებდნენ ორ ჯგუფად და ნიშნავდნენ მარკერებით (მწვანე მარკერი რომელ ნახატსაც ჰქონდა, განსაზღვრავდა 1 ლარიან ღირებულებას , წითელი მარკერი -60 თეთრიანს, ვარდისფერი მარკერი-40 თეთრიანს და ყვითელი __20 თეთრიანს). .
მომდევნო სამი დღის განმავლობაში 14 თებერვლიდან 17 მთებერვლის ჩათვლით მშობლებთან ერთად ვეძებდით ოჯახს, რომელსაც სჭირდებოდა ჩვენი დახმარება..
კონკრეტული ოჯახის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესით ჩაერთვნენ პროექტის მსვლელობაში.
შეადგინეს ცხრილები , რომელშიც გამოფენა-გაყიდვის დღეს აღნიშნავდნენ გაყიდული ნახატების რაოდენობას ფერების მიხედვით.
აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა, მეცხრე კლასში გამოფენა-გაყიდვის აღნიშნული როლები მოსწავლეებმა კარად გაითავისეს და 21 თებერვალს სკოლის სპორტის დარბაზში გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექცია. მონაწილე მოსწავლეებს კი ძალიან ამაღლებული განწყობა ჰქონდათ და იცოდნენ, რომ ამ ყველაფრით ისინი ეხმარებოდნენ სხვებს, თავიანთი შრომითა და ცოდნით.
მე, როგორც პედაგოგი, ვაკვირდებოდი მოსწავლეების მუშაობას და ვიყენებდი შეფასების რუბრიკას - „კითხვარ’’-ს
1. რას ნიშნავს თქვენთვის დღევანდელი დღე?
2. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ პროექტის ფარგლებში?
3. როგორ ფიქრობთ მოახერხებთ თქვენი ნახატების გაყიდვით სხვების დახმარებას?
პასუხებში მოსწავლები გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს, რომ მათ ისწავლეს ერთმანეთის გვერდში დგომა, უხარიათ, რომ თავიანთ ნახატებს სხვები ყიდულობენ და ამ თანხებით ისინი შეძლებენ კონკრეტული ოჯახის დახმარებას.
რამდენიმე მოსწავლის პასუხი იყო, რომ მათ სურთ ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი.
აღნიშნულ კითხვებს ვუსვამდი მშობლებსაც. მათ უხაროდათ, რომ თავიანთი შვილები ასეთი ჩართულები იყვნენ ამ პროექტში და მათ შვილებში აუცილებლად გაიღვიძებს ემპათიის და ურთიერთთანადგომის გრძნობები.
24 თებერვალს კლასში ცხრილების გამოყენებით შევავსეთ დიაგრამები, რომლის მიხედვით გამოვთვალეთ ზუსტად რა თანხა შეგროვდა გამოფენა-გაყიდვიდან. (იხ. დანართი ცხრილები, დიაგრამები).
მოსწავლეები შედეგებით აღფრთოვანებული იყვნენ და დაინახეს, რომ ერთად დგომით , საკუთარი ძალებით თუ რამხელა რაღაცის მიღწევა შეუძლიათ.
შეგროვილი თანხებით და საკუთარი სურვილით მშობლებმა გაიღეს საქველმოქმედოდ თანხები, შეიძინეს სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები , სურსათი და ჰიგიენის საშუალებები.
24 თებერვალს ვესტუმრეთ ოჯახს, გადავეცით პროექტის ფარგლებში შეგროვილი ოჯახისთვის საჭირო ნივთები. მიულოცეთ ჩვენი სკოლის ბავშვების სახელით, წინასწარ დედის და ქალთა საერთაშორისო დღე.
პროექტის დასკვნითი დღე ძალიან ემოციური იყო, როგორც პროექტის მონაწილეებისთვის, ასევე ოჯახისთვის. ის განცდა, რომ ვიღაცა ზრუნავს მათზე, რომ მათი პრობლემა სხვამაც გაითავისა და, რომ გამოთქვეს სურვილი მათი დახმარების, ეს მათთვის უკვე ბევრის მიმცემი იყო.
პროექტის ბოლოს მოსწავლეებს დაუსვი კითხვა:
რა მოგცათ და როგორ გამოიყენებდით ამ პროექტის ფარგლებში, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას?
მოსწავლეების პასუხი ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა კმაყოფილებას, ისინი დარწმუნებული იყვნენ თავიანთ შესაძლებლობებში, მიხვდნენ, რომ თუ ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან, გამოიყენებენ თავიანთ ცოდნას, ყოველთვის შეძლებენ ისეთი ადამიანი დახმარებას, რომელსაც ეს სჭირდება. მათ გამოთქვეს მზად ყოფნა, რომ მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას მსგავს პროექტებში და დამოუკიდებლადაც შეძლებენ სხვის დახმარებას, რადგან სხვის გასაჭირისადმი გულისხმიერების გამოჩენა მათ ჩამოაყალიბებთ სრულფასოვან ადამიანებად.
პროექტში მონაწილეთა გამოცდილება- მომავლისთვის სკოლის ფარგლებში დაიგეგმა ჩატარდეს ღონისძიება ,, სიკეთე გადამდებია’’ , აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად ჩართულია სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
პროექტის რისკები- პროექტის მსვლელობის პროცესში იმდენად დიდი იყო მოსწავლეთა ინტერესი და მოტივაცია , რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული . მხოლოდ გამოფენა -გაყიდვის დღეს არ გამართულიყო სკოლის სპორტულ დარბაზში შეჯიბრი, ამასთან დაკავშირებით სკოლის დირექცია საქმის კურსში იყო, ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა გაიმართებოდა სკოლის სააქტო დარბაზში.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ფურცლები, ფერადი მარკერები, პიქტოგრამები, მოლბერტები, საკლასო მერხები, ფოტო აპარატი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონები.
რეფლექსია
განხორციელებული აქტივობების მნიშვნელოვანი მიზანი იყო მოსწავლეებში დახმარების და თანაგრძნობის სურვილის გაღვიძების უნარის განვითარება, რომ სხვისი გასაჭირი და პრობლემა ყველამ შეძლებისდაგვარად გულთან უნდა მიიტანოს.
შედეგად მიღებული მადლიერება და კმაყოფილება იყო რწმენა იმისა, რომ ამ ასაკიდანვე დაწყებული ზრუნვა და გაღვიძებული ემპათია იქნება კიდევ ბევრი კეთილი საქმის საწყისიც და გაგრძელებაც...
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მოსწავლეები აქტიურად და დიდი ინტერესით იყვნენ ჩართული, ქმნიდნენ ნახატებს , აფასებდნენ და აჯგუფებდნენ ნამუშევრებს, ადგენდნენ ცხრილებს.
ამ დღეებში მოსწავლეები დარწმუნდნენ, თუ რა მნიშვნელოვანია მცირედი მონდომება, ერთმანეთის გვერდში დგომა, რათა შევძლოთ სხვისი დახმარება და სხვისი პრობლემების სულ მცირედით შემსუბუქება.
ასევე მნიშვნელოვანი იყო მშობლების ჩართულობა .ისინი ყველაფერს აკეთებდნენ , რათა თავიანთ შვილებს მეტი წვლილი შეეტანათ აღნიშნული პროექტის მიზნობრივად დასრულებაში.
იმედი მაქვს, მსგავსი შინაარსის სოციალური პროექტები მისაბაძი მაგალითი იქნებოდა სხვებისთვის, რადგან სიკეთე და ქველმოქმედება - ეს არის ადამიანის სრულყოფილი არსებობის ერთ-ერთი გამოვლინება და ბავშვები სწორედ ამ გრძნობით უნდა იზრდებოდნენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment